აშშ ტურისტული ან საქმიანი ვიზებისთვის მალავისა და ზამბიის მოქალაქეებისგან 15 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტს მოითხოვს

აშშ ტურისტული ან საქმიანი ვიზებისთვის მალავისა და ზამბიის მოქალაქეებისგან 15 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტს მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„20 აგვისტოდან, მალავისა და ზამბიის მოქალაქეებს, რომლებიც B1, B2 ტიპის ტურისტულ და საქმიან ვიზებზე განაცხადს გააკეთებენ, 15 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოეთხოვებათ. აღნიშნული ნაბიჯი, აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის მიმართ ადმინისტრაციის ერთგულებას ხაზს უსვამს და ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილებას ხელს უშლის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა.

პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის დეპოზიტის ოდენობას საკონსულოს თანამშრომლები განსაზღვრავენ და იგი 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების ცნობით, მოსალოდნელია, რომ მალე პროგრამა მალავისა და ზამბიის გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც გავრცელდება. განსაკუთრებით კი მათზე, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე