ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს მანდატი შეუჩერა

ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს მანდატი შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკისთვის მანდატის შეჩერებას ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ცესკოს ცნობით, გადაწყვეტილება საბოლოო სააპელაციო ვადის ამოწურვის შემდეგ გახდება, რასაც, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ბოსნია და ჰერცეგოვინას სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლითაც მილორად დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დოდიკმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღიარებს.

თებერვალში, მილორად დოდიკი სახელმწიფო სასამართლომ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, კერძოდ, ბოსნიაში საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობის გამო. სასამართლომ დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ექვსი წლით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში