სოფო ჯაფარიძე - გიორგი ახობაძის გაუტეხელობამ, პრინციპულმა ბრძოლამ, რეჟიმის ყველა ტყვის სიმტკიცემ მოიტანა დღევანდელი დღე - მიუხედავად იმისა, რომ დღეს მზია ხელიდან გამოგვტაცეს, ძალიან მალე თითოეული სინდისის პატიმარი თავისუფალი იქნება

დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი. ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი, საქართველო გათავისუფლდება რუსებისგან და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ სასამართლოს მიერ, ექიმ გიორგი ახობაძის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, გიორგი ახობაძის გაუტეხელობამ, პრინციპულმა ბრძოლამ, თავდადებამ მოიტანა დღევანდელი დღე.

„ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. გიორგი ახობაძე არის თავისუფალი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს შემეძლო ეს სიტყვები მეთქვა. მისმა გაუტეხელობამ, პრინციპულმა ბრძოლამ, თავდადებამ, ყველა ჩვენი რეჟიმის ტყვის სიმტკიცემ მოიტანა დღევანდელი დღე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მზია გამოგვტაცეს ხელიდან, ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ მზია და თითოეული სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი.

რეჟიმმა დაიხია უკან. რეჟიმს უკან დაახევინა თავისუფლებისთვის მებრძოლმა ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. დღეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი და მჯერა, ერთი წუთიც ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად ამ პრინციპულ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე.

ცხელი ზაფხული, ცხელი სექტემბერი გველის, მაგრამ აუცილებლად ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. მოკითხვა რეჟიმის თითოეული პატიმრებს, თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს, ჩვენ თქვენთან ვართ, ძალიან მალე უკვე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება რუსებისგან და დაუბრუნდება ევროპულ გზას. ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი, ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია