თეთრი სახლის წარმომადგენელი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს 8 აგვისტოს შემოიღებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს 8 აგვისტოს შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებს სურთ შეერთებულ შტატებთან ჩართულობის გაგრძელება. მეორადი სანქციების შემოღება მაინც მოსალოდნელია პარასკევს [8 აგვისტოს],” - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ “კარგად ჩაიარა”, მაგრამ ვაშინგტონი მაინც გეგმავს პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას.

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში