ევროკავშირის პრესსპიკერი - ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ხმების რეპრესირებისთვის სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენებაზე - ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს ამაღლობელი, ისევე როგორც უსამართლოდ დაკავებულები

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, ისევე როგორც უსამართლოდ დაკავებულები, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელისთვის, ცნობილი ქართველი ჟურნალისტისთვის, 2-წლიანი პატიმრობის მისჯას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ხმების რეპრესირებისთვის სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედებია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს კეთება დევნისა და უსამართლო შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზანში იღებს და აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძველს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებთან.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, ისევე როგორც უსამართლოდ დაკავებულები და დაიცვან და უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, როგორც სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველის მთავარი საყრდენი.

ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს და მტკიცე რჩება თავის ვალდებულებაში მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა