გიორგი ბარამიძე - საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ელემენტარული ჭეშმარიტებები, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო - 7 აგვისტოა სამხედრო აგრესიის დაწყების თარიღი

დღეს საქართველო ხელში ჰყავს ჩაგდებული რუსულ მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ელემენტარული ჭეშმარიტებები, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო ომი და ვინ არის დამნაშავე - სწორედ ამიტომ ჩვენ ძმათა სასაფლაოზე ხაზგასმულად 7 აგვისტოს ამოვდივართ, რადგან ეს არის თარიღი, როცა რუსეთის რეგულარული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსული და ცხინვალის მიმართულებით მიემართებოდნენ! 7 აგვისტოა სამხედრო აგრესიის დაწყების თარიღი, - ეს განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძემ თანაპარტიელებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და სრულმასშტაბიანი ომის დაიწყო, რომელიც მანამდე ისედაც დაწყებული ჰქონდა იმ მიზნით, რომ მთელი საქართველო დაეკავებინა, დაეპყრო და ქართული დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოებრიობა დაემხო.

ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ჯარმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველამ თავისი მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო. დღეს ჩვენ ვართ აქ, რათა პატივი მოვაგოთ გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს. ეს გმირები სამარადჟამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერებიან საქართველოს ისტორიაში. გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი გმირების მაგალითზე გაიზარდონ - დიდება ჩვენ გმირებს! დიდება საქართველოს!“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა