საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები, ასევე საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას

საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები, საფრანგეთი ასევე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას,- ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 17 წლის შემდეგ საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელძღვანელობის ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობების გზაზე დაწესებული შეფერხებები საერთაშორისო სამართლის მიუღებელ დარღვევებს წარმოადგენს.

საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. საფრანგეთი ასევე ხელახლა ამტკიცებს ჟენევის საერთაშორისო საუბრების (GID) პლატფორმისადმი თავის მხარდაჭერას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. საუბრებისთვის მხოლოდ ამ ფორმატს შეუძლია მხარეებს საერთო მოგვარებისადმი მუშაობის საშუალება მისცეს.

თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა (EUMM) და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში არსებულ კრიზისზე ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის მუშაობის მხარდაჭერას. ის ასევე გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა