პროკურორის განცხადებით, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზისთვის სტაციონარში აღარ გადაიყვანენ

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმის პროკურორის, მედეა ცირამუას განმარტებით, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ამბულატორიული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზის მიზნით სტაციონარში აღარ გადაიყვანენ.

როგორც ცირამუამ ჟურნალისტებს განუცხადა, დათაშვილის პოზიციიდან და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თავად ბრალდების მხარემ მიმართა საექსპერტო დაწესებულებას, რომ ექსპერტიზა ამბულატორიულად ჩატარებულიყო.

„ბრალდებულის საუკეთესო ინტერესისა და იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარულ ექსპერტიზაზე, ჩვენი მხრიდან დაზუსტდა, რომ ბრალდებულს ჩასტარებოდა ამბულატორიული ექსპერტიზა. პენიტენციურ დაწესებულებაში თავად გამოცხადდა ექსპერტი, შეხვდა, გაესაუბრა მას და ამით საექსპერტო კვლევა დასრულებულია - სხვა სახის, დამატებითი ექსპერტიზა ამ საქმეზე აღარ ჩატარდება“,- განაცხადა მედეა ცირამუამ.

მისივე თქმით, ექსპერტი პენიტენციურ დაწესებულებაში თავად შევიდა, შეხვდა ბრალდებულს, საექსპერტო კვლევა დაასრულა, „რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს წამებისკენ ან დასჯისკენ მიმართული ღონისძიება“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტი და ამ დოკუმენტში მითითებული თანმხლები დაავადება, ბრალდების მხარის მხრიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ადგილი არ ექნებოდა. ეს არ არის ვინმეს წამებისკენ მიმართული ან სადამსჯელო ღონისძიება. მით უფრო დღევანდელ დღეს გაჟღერდა ინფორმაცია სხდომაზე, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების და მათივე მოთხოვნის გათვალისწინებით, მოხდა დაზუსტება საექსპერტო დაწესებულებასთან მიმართებით. სპეციალური ცოდნის მქონე პირი, ექსპერტი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, შეხვდა მას, გაესაუბრა და საექსპერტო კვლევა დაასრულა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს წამებისკენ ან დასჯისკენ მიმართული ღონისძიება“,- განაცხადა მედეა ცირამუამ.

ცნობისთვის, დღეს პატიმრობაში მყოფი აქტივისტის ნინო დათაშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ფსიქიატრიული დაწესებულების ნაცვლად, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარდა.

გაბოძის ინფორმაციით, დათაშვილთან „გუშინ, ჩუმად სამხარაულის ექსპერტები შეაპარეს, რათა ექსპერტიზაზე მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარიყო“.

ადვოკატის ცნობით, დათაშვილთან ექიმი ფსიქიატრი დავით მაღრაძე შევიდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები