ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი - ღაზაში ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 12 000 ბავშვი შიმშილობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ღაზაში ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 12 000 ბავშვი შიმშილობს.

მისი თქმით, არასრულფასოვანი კვების გამო მათი შიმშილით გამოწვეული სიკვდილიანობის საფრთხე სულ უფრო იზრდება.

„ივლისში, ღაზაში ხუთ წლამდე ასაკის თითქმის 12 000 ბავშვს მწვავე არასრულფასოვანი კვება აღენიშნებოდა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა“, - განაცხადა გებრეიესუსმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე ცნობით, ივნისიდან ივლისამდე პერიოდში UNICEF-ის უახლესი მონაცემებით, ღაზაში არასრულფასოვანი კვების გამო საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევები თითქმის გაორმაგდა - 6 344-დან 11 877-მდე.

ამასთან, გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ ღაზაში საკვების მოხმარება ომის დაწყებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

მათივე ცნობით, ღაზის 2.2 მილიონი მოსახლეობის დაახლოებით 81% არასაკმარისი რაოდენობის საკვებს იღებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები