შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე - ადამიანი არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი

ადამიანი არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის განმარტებით, მამუკა ხაზარაძის „თაღლითობა სასამართლოშიც დადასტურდა, რასაც დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით“.

„მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟში, 3 ადგილას დადასტურდა მისი თაღლითობა. ამას დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით, სადაც გადასახადებს მალავდა. საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გააქრეს მან და ბადრი ჯაფარიძემ, ის ფული გამქრალია, არავის დაუბრუნებია. ეს ფული გაქრა ბანკიდან, იმ ბანკს შემდეგ ჯარიმის სახით 3 მილიონის გადახდა მოუწია. აღიარებულია აქვთ, რომ მაშინ ეს ტრანზაქციაც უკანონო იყო და არ იყო სწორი. ამიტომ, როცა თაღლითი საუბრობს, თაღლითი ახალ თაღლითობას მოიგონებს. ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს- 6,5 მილიონი დოლარი, რომელიც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დააკისრა მის პარტნიორს, გადაიხადეს უკვე თუ არა ბიუჯეტში? ველით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6 მილიონ ნახევარი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს