დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა

დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

CNBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ჩინეთთან მაისში მიღწეული 90-დღიანი სავაჭრო ზავის მოქმედება გაახანგრძლივა.

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სავაჭრო ზავი 9 ნოემბრამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, მაისში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.

სავაჭრო ზავის თანახმად, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145%-დან 30%-მდე შეამცირა. ჩინეთმა კი აშშ-ის საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125%-დან 10%-მდე შეამცირა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს