პროკურორი - სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია

დოკუმენტები და თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დამნაშავეობას,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი დემონსტრაციაა იმის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დემონსტრაცია რომ კოლეგიამ სრულად შეაფასა და გაანალიზა ყველა მტკიცებულება, მოწმის ჩვენება, დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია. არანაირი შეცვლილი ჩვენება არ ყოფილა. ფაქტობრივი გარემოებები ძალიან მარტივად გამოიყურება....დოკუმენტები და თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დამნაშავეობას“,- განაცხადა სადრაძემ.

როგორც სადრაძე აღნიშნავს, ის განცხადებები და მოტივები, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობდა, ძალიან შორს იყო მტკიცებულებებისგან.

„მარტივად რომ ვთქვათ, მის სიტყვასა და პოზიციაში სამართლებრივი შემადგენელი პრაქტიკულად არ არსებობდა. დაკითხვის დროსაც, მე დავუსვი კითხვა და დამიდასტურა, რომ ის პოლიტიკასთან რაიმე შემხებლობაში არ ყოფილა. საქმის ფართო მასებამდე გაცნობამდე არ ყოფილა აქტიური პიროვნება საზოგადოებისთვის. მისი აქტივობები, როგორც პიროვნების არ ყოფილა საინტერესო. ის განცხადებები და მოტივები რაზეც საუბრობდა ძალიან შორს არის მტკიცებულებებიდან. შორსაა იმ მტკიცებულებისაგან, რაც თავად ბაჩიაშვილმა გამოძიებისას წარმოადგინა და რასაც სასამართლოებში აპელირება.

მაგალითად ჩანაწერი, რომლის ავთენტურობას არ შევეხები. პირდაპირაა ჩანაწერში მითითებული გარკვეულ სარგებელზე, შემდეგ ამ მიმართულებით კალკულაცია აქვს წარმოდგენილი და რაღაც პოზიციასაც აფიქსირებს. სააპელაციოში ყველა გარემოება უარყო“, - აღნიშნა სადრაძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო