GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან მიმართებით სამი პირი დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შესაბამისი წარმოების ფარგლებში, სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების 3 ფაქტი გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დადგინდა, რომ სამივე შემთხვევაში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ფიზიკურ პირს გააჩნდა, რის გამოც თითოეული მათგანი 10 000 ლარით დაჯარიმდა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამივე შემთხვევაში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ფიზიკურ პირს გააჩნდა, რის გამოც თითოეული მათგანი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მათ სააგენტოში განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების წარმოდგენა დაევალათ. საქმე FMCG ეხება, გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია-შეკეთებისა და შავი ლითონის ჯართით საბითუმო ვაჭრობის სექტორებს.

ინფორმაციისთვის: სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი/პირები ჯარიმდება. GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

GCCA-ის მიერ 2025 წელს, ორი კვარტლის მონაცემებით, ჯამში 10 528 ტრანზაქცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, თანხმობა გაიცა 11 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 შეტყობინებასთან დაკავშირებით საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს