ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქვეყნებს, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს მხარს უჭერენ, არ ადარდებთ რა მოუვა ისრაელს, რადგან ეს მათზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს

ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა პრობლემას წარმოადგენს და ეს ორი სახელმწიფოს ილუზიაა, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

გიდეონ საარის განცხადებით, „ქვეყნებს, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს მხარს უჭერენ, არ ადარდებთ რა მოუვა ისრაელს, რადგან ეს მათზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს“.

„საერთაშორისო საზოგადოებაში ეს სლოგანად იქცა, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა. ვინ თქვა, რომ ეს გადაწყვეტაა? ალბათ, ეს პრობლემაა. მე ამას ორი სახელმწიფოს ილუზიად მივიჩნევ“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის, ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ