რუსული მედია - რუსეთის როსტოვის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა

რუსეთის როსტოვის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დრონით თავდასხმის შემდეგ ქალაქ დონის როსტოვში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.

„ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოებში 2 ადამიანი გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად, საავადმყოფოებში კიდევ 11 ადამიანი გადაჰყვათ“, - განაცხადა როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ასევე, სლიუსარის ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა