ადვოკატი - რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს - საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ძალიან გულდასაწყვეტია სასამართლოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც, პრაქტიკულად, იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ საქმეში რაიმე მტკიცებულება ამ ადამიანების წინააღმდეგ არ არის, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატმა, გიორგი ყაველაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობა შეეფარდათ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“სასამართლოზე არსებული მტკიცებულებების ფონზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სინამდვილეში რაიმე, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს. აბსოლუტურად არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ან ფაქტი არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პირების ბრალეულობაში ან კანონთან კონფლიქტში შევიტანოთ ეჭვი, აქედან გამომდინარე, ძალიან გულდასაწყვეტია სასამართლოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც, პრაქტიკულად, იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ საქმეში რაიმე მტკიცებულება ამ ადამიანების წინააღმდეგ არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც გავასაჩივრებთ.

ჩვენებები, ძირითადად, იყო სასტუმროს პერსონალის, რომლებიც რაღაც შეხვედრასთან დაკავშირებით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს რაღაც დროს აქ საქმეში მონაწილე პირები იყვნენ, თუმცა იქ არსად არ არის ნახსენები არც გიორგი და არც დავით მიქაძე. რაც შეეხება ჯანგველაძეებს, ის არ უკავშირდება ამ ქართულ ისტორიებს, უკავშირდება რუსეთში არსებულ ისტორიებს და ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, როგორც ამას მათი ერთ-ერთი ნათესავი ამბობს ჩვენებაში. არც დავით მიქაძე და არც გიორგი მიქაძე ამ საქმესთან კავშირში არ არის”, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, მივა თუ არა გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორამდე, ოთარ ფარცხალაძემდე, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მით უფრო სხვა პირებთან მიმართებაში.

“ჩემი აზრით, ვერ მივა, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს გიორგი და დავით მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან მიმართებაში. ეს არის უბრალოდ გავრცელებული ისტერია ამ მკვლელობის ორგანიზებასთან მიმართებაში, სხვა სახელს ვერ დავარქმევ”, - აღნიშნა ადვოკატმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს