ადვოკატი - გვაქვს გამოძიებასთან მოთხოვნა, ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და მოკლულ ლევან ჯანგველაძეს გარკვეული გაუგებრობები და დაპირისპირება ჰქონდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, გამოძიებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირისპირება გავლენებსა და ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა.

ადვოკატი მოითხოვს, ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რაც ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს.

„ნამდვილად მაქვს ლევან ჯანგველაძის ოჯახისგან ინფორმაცია. გარკვეული დაპირისპირების და გადაკვეთასთან დაკავშირებით. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობასა და გავლენებს უკავშირებდე.

ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რაც ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს.

ბრალდების მხარე თავად აცხადებს, რომ ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფმა პირმა შეუკვეთა პირებს მკვლელობის ორგანიზება. ვინ არის ის პირი, ვინც დაპირისპირებაში იყო ლევან ჯანგველაძესთან, ამის გარკვევა გვსურს. ხომ არ არის ეს პირი ოთარ ფარცხალაძე და თუ არის ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გვჭირდება. გამოძიებამ ამ ვერსიაზე აქტიურად უნდა იმუშაოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს