რუსული მხარის ინფორმაციით, კურსკში, უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

რუსული მხარის ინფორმაციით, კურსკში, უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

უკრაინული დრონით კურსკში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული თავდასხმის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა.

„წინასწარი ინფორმაციით, მტრის დრონი ღამით კურსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონში მრავალსართულიან შენობას დაესხა თავს. დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ერთი ქალი დაიღუპა“, - აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისი ინფორმაციით, კიდევ ათი ადამიანი დაშავდა და ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას იღებს.