სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე - გვაქვს არგუმენტები, მკაფიო პოზიცია და ჩვენ მას დავაფიქსირებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე ალასკაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე თავის მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია. ჩვენ მას დავაფიქსირებთ. სტივენ უიტკოფის ვიზიტების დროს აქ უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი დღეს ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ლიდერების შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. მისი თქმით, პუტინი და ტრამპი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს