თედო აბრამოვი - მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით ყველას

ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ მეგობრებო - ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ სულ ყველას! - მეც თქვენთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ,- ამის შესახებ თედო აბრამოვმა განაცხადა, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით ცოტა ხნის წინ უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ მეგობრებო. ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ, სულ ყველას! მეგობრებო, აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ - ხართ ერთით მეტი! მეც თქვენთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ.

გიორგი ახობაძის მომენტში, ჩვენ, ბიჭები ვთამაშობდით ფეხბურთს და იქ რომ ვიყავით, უცბად გაახსენდა, რომ ახობაძეს უნდა ჰქონოდა პროცესი. მეთქი, ვნახოთ, რა ხდება. ერთი სული მქონდა მეც. რომ დავინახეთ, სასწაული შეგრძნება იყო.

მადლობა ღმერთს.. ბოდიშს გიხდით, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. არ მესმოდა მოსამართლის ხმა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა, სიმართლე რომ გითხრათ. ვფიქრობდი, შეიძლება რამე გადაუტრიალდეს თავში-თქო. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა.

[სხვა პატიმრებს ვეტყოდი] ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, არის მოთმინება. იქ მოთმინება თუ არ გაგაჩნია ადამიანს, ძალიან გაგიჭირდება. იქ ბიჭების ერთობა ვნახე, ძმობა, დობა, ყველანაირი ურთიერთობა და ერთმანეთის გამტანობა. იქ ბიჭები არიან ძალიან ყოჩაღად. ბიჭებო, ასე განაგრძეთ!

მოლოდინი ყველაფრის მქონდა, არ ვიცოდი, რა მეფიქრა. უბრალოდ, ღმერთს მივანდვე ეს საკითხი. არ ვიცი, რა გითხრათ, მადლობას გიხდით, სულ ყველას.

მინდა ჩემს ბიჭებს მივმართო, ვისთან ერთადაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიცხოვრე. ბიჭებო, ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი სამი.. მოულოდნელი თავისუფლება სულ ყველას! გავიმარჯვებთ, ხალხო, გავიმარჯვებთ!

გუშინ რომ მქონდა პროცესი და რომ გავედი შესვენებაზე, შეუძლოდ ვიყავი, რომ ვბრუნდებოდი, ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა, ღმერთმა ქნას უკანასკნელი იყოსო. მეც იმ მომენტში იმავეს ვფიქრობდი. უბრალოდ, ხმა რომ გავიგე ბორკილების, არ მორჩება არასდროს-მეთქი, ასეთი განცდა მქონდა. დღეს რომ დავბრუნდი დარბაზში, სხვა ბადრაგი დამხვდა, თუმცა შეგრძნება მაინც იგივე მქონდა, არ ვიცოდი, რა ბედი მეწეოდა, თუმცა ხედავთ თქვენთან ერთად ვარ, მეგობრებო, თქვენი წყალობით“,- განაცხადა აბრამოვმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო - ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს, ასევე იმისთვის, რომ ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს