თედო აბრამოვის ადვოკატი - ველოდი გამამართლებელ გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული

გულწრფელად გეტყვით, რომ მე ველოდი თედო აბრამოვის მიმართ გამამართლებელ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული! - კარგია, რომ სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება,- ამის შესახებ ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თედო აბრამოვი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ საქმეში აბრამოვის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა.

„საქმეში მტკიცებულებები არ იყო, 8 თვის განმავლობაში ამას ვლაპარაკობდით. თეოდორე აბრამოვს თავიდანვე, რა ვერსიაც ჰქონდა, მის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება წარვადგინეთ. თეოდორე აბრამოვი თავიდანვე ამბობდა, რომ მისი უფლებები იყო შელახული, ჩხრეკა კანონდარღვევით ჩაუტარდა, არ არსებობდა არანაირი სტანდარტი არც ბრალის წაყენების და მით უმეტეს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. არ არსებობდა ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდო-გადაღება, მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ამის საშუალება ჰქონდათ. ეს გამოიკვეთა სასამართლოს განხილვების დროს. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ველოდი ამ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ სიახლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული! ჩვენც, რა თქმა უნდა, ანალიზი შეგვიძლია და ამ საქმის ანალიზიდან გამომდინარე დარღვევები იყო, სამართალდამცავების მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამოიკვეთა სასამართლოში, ანუ ფაქტები იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო და ვვარაუდობდით, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს და კარგია, რომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება“,- განაცხადა ინგა ჯაბანიშვილმა.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე