ომბუდსმენი - სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აბრამოვის მიმართ გამამართლებელ განაჩენს დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი თევდორე აბრამოვის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს მიესალმება.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2025 წლის 14 აპრილს თევდორე აბრამოვის ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებდა.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე.

„სახალხო დამცველი იმეორებს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩხრეკისას სამართალდამცავებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების ობიექტური შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად, მით უმეტეს, პირის პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში