დონალდ ტრამპი - აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები

აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ალასკაში პუტინთან განიხილება თუ არა ტერიტორიული გაცვლები.

„განიხილება, მაგრამ უკრაინას უნდა მივცე ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მგონი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები. აქ იმისთვის ვარ, რომ მაგიდასთან დავსვა“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ნატოს ფორმით არა, ვინაიდან არის რაღაცები, რაც არ მოხდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი „სერიოზული ეკონომიკური შედეგების წინაშე“ დადგება თუ მშვიდობიანი დარეგულირებისადმი არ გამოხატავს ინტერესს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში