„დროა“ - რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო

საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე - ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო,- ასე ეხმაურება პარტია „დროა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 1-ელ აგვისტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირის დაკავებას.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს.

„საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.

პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხა ცივი იარაღით (დანით) შეიარაღებული ივანიშვილის რეჟიმის დაქირავებული პროვოკატორი ბექა გოცირიძე. ის გინებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა პროტესტის მონაწილეებს. თავდასხმის დროს, გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა გოცირიძემ განახორციელა, რეჟიმის პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს.

ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, თორნიკეს და მინდიას.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

ბოლომდე!”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1-ელ აგვისტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. უფრო კონკრეტულად, შსს-ს ინფორმაციით, 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო