მამუკა მდინარაძე - ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ დაფინანსება, ჩაატარონ ტრენინგები და ასე სცადონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, თუმცა ეს გარანტირებულად წარუმატებელი იქნება

ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ დაფინანსება, ჩაატარონ ტრენინგები და ასე სცადონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, თუმცა ეს გარანტირებულად წარუმატებელი იქნება, იმიტომ რომ აქვე ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი ქნეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს“.

მისივე თქმით, აღნიშნული გადამზადების მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა, თუმცა მდინარაძის განცხადებითვე, ეს არ გამოუვათ.

„მიზანი ზუსტად იგივეა, საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, უბრალოდ, საქართველოში ამ მიზნით თანხების შემოდინების აკრძალვის შემდეგ, უფრო სწორად, ეს აკრძალვა არ იყო, ეს იყო ლუსტრაცია და ამით საკუთარ თავს აუკრძალეს ფულის შემოტანა საქართველოში იმიტომ, რომ ჩვენ აკრძალვა ხომ არ გაგვიკეთებია? ჩვენ მოვითხოვეთ კანონის შესაბამისად გამჭვირვალე ყოფილიყო ყველანაირი დაფინანსება. ამით თვითაკრძალვა გაიკეთეს, რომ მათ არ უნდათ გაიშიფრონ, რისთვის იხარჯება საქართველოში ფული და ურჩევნიათ, პირად ანგარიშებზე ურიცხონ, რაღაც მონაცემები არსებობს და ამას შემთხვევით არ ვამბობ. ურჩევნიათ, რომ სხვადასხვა გზებით შემოიტანონ თანხები, მაგრამ ეს არ არის იმ რაოდენობით, ათეულობით მილიონი დოლარი, მაგალითად, ახალგაზრდების რეკრუტირების მიმართულებით რომ იხარჯებოდა და ამიტომ, ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ ეს დაფინანსება, ტრენერები და ასე მოახდინონ მცდელობა საქართველოში ხელისუფლების მორიგი ცვლილებისა, რაც გარანტირებულად წარუმატებელი იქნება იმიტომ, რომ აქ ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი ქნეს და ახლა სადღაც წაიყვანენ და წამოიყვანენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ამით ქართველებს ნამდვილად შიში არ გაუჩნდებათ მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედებების დომინაციის“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი