ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - „მსურველთა კოალიციამ“ განიხილა, როგორ შეიძლება პუტინზე შემდგომი ზეწოლა, მათ შორის სანქციებით

“მსურველთა კოალიციის” ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია “მსურველთა კოალიციის” ლიდერების შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

“პრემიერ-მინისტრი დილით “მსურველთა კოალიციის” შეხვედრას თანათავმჯდომარეობდა, 30-ზე მეტ ლიდერთან ერთად, რათა გასულ ღამეს ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებზე ახალი ინფორმაცია მიეწოდებინა.

პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში კონსტრუქციული შეხვედრის აღნიშვნით დაიწყო და განაცხადა, რომ აშკარად იყო ერთიანობის რეალური შეგრძნება და უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის საერთო მიზანი.

შემდეგ ნაბიჯებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “მსურველთა კოალიციის” გუნდები მომდევნო დღეებში თავის ამერიკელ კოლეგებს შეხვდებიან, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფის გეგმები და მოემზადონ გარანტორი ძალების განლაგებისთვის, თუ საომარი მოქმედებები დასრულდება.

ლიდერებმა ასევე განიხილეს პუტინზე როგორ შეიძლება შემდგომი ზეწოლის მოხდენა - მათ შორის სანქციების მეშვეობით - სანამ ის არ აჩვენებს, რომ თავისი უკანონო შეჭრის დასასრულებლად სერიოზული ქმედებებისთვის მზად არის”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა