რუსებმა ქალაქ ახტირკას დაარტყეს - დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები

უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე 20 აგვისტოს ღამით რუსული დრონებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ღამით მტერმა დრონებით მასშტაბური დარტყმა განახორციელა ქალაქ ახტირკაზე. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი, დამხმარე შენობა და ავტოფარეხი”, - აღნიშნულია უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განცხადებით, დარტყმების ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები და პოლიციის ბომბების გაუვნებელყოფის სპეციალისტები მუშაობდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე