Bloomberg - დაახლოებით 10 ქვეყანა უკრაინაში ჯარების გასაგზავნად მზადაა

ევროპელმა ლიდერებმა 19 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე კიევსა და მოსკოვს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანული და ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, დაახლოებით 10-მა ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა, გამოაცხადეს მზადყოფნა, უკრაინაში თავიანთი ჯარები გაგზავნონ.

გამოცემის წყაროების განცხადებით, ევროპელების მიერ შემუშავებული გეგმის პირველი ეტაპი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნითა და მათი პერსონალის შევსებით. გამოცემა წერს, რომ ამას, სავარაუდოდ, ძირითადად ევროპული ჯარისკაცებისგან დაკომპლექტებული მრავალეროვნული ჯგუფი, მათ შორის ასობით ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცი განახორციელებს, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზიდან შორს განთავსდებიან.

Bloomberg-ის ცნობით, გეგმის კიდევ ერთი ნაწილი ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რაც მოიცავს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, საზღვრის მეთვალყურეობას, იარაღის მიწოდებას და, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსურველთა კოალიციის“ დაგეგმვის ჯგუფი უახლოეს დღეებში შეხვდება ამერიკელ კოლეგებს, რათა განიხილონ „უსაფრთხოების სანდო გარანტიები და დამხმარე ძალების განლაგების მზადება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში“.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში