Reuters - იტალიაში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობდა

იტალიაში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის გენერალური პროკურორის ცნობით, იტალიის პოლიციამ რიმინის პროვინციაში უკრაინელი მამაკაცი, ოთხშაბათს საღამოს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში დანიის კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად მდებარე გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დაამონტაჟა.

ასევე, გერმანიის პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმის მიზნით ეჭვმიტანილი თანამზრახველებთან ერთად გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქ როსტოკიდან იალქნიანი იახტით გაემგზავრა, რომელიც გერმანული კომპანიიდან შუამავლების დახმარებითა და ყალბი პირადობის დოკუმენტებით იქირავეს.

ეჭვმიტანილს, რომელსაც ბრალად დივერსიისა და აფეთქებების მოწყობა ედება, იტალია გერმანიას გადასცემს, რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე