ფინეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს, ის დროს აჭიანურებს

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის გაჭიანურებას აგრძელებს.

„როგორც ჩანს, რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

ჰაკანენის თქმით, ყველა ნიშანი და დაზვერვის ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ რუსეთი თავისი საომარი მანქანის შენელებას არ აპირებს.

„რუსეთი დროს აჭიანურებს და თვლის, რომ ამ გზით ის უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე დასავლური დემოკრატია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს, თუ რას გულისხმობენ, რადგან ბუნდოვანი დაპირებების მიცემას აზრი არ აქვს.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინას ძლიერი პოზიცია ჰქონდეს და ნატო-ს საზღვრები არ იყოს ისეთი სიტუაციის წინაშე, რამაც შეიძლება რუსეთის მხრიდან ქმედებების პროვოცირება გამოწვიოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები