ლევან სანიკიძე - "ქართულ ოცნებაში" სერიოზული რღვევა და ნგრევაა, მათ სამარცხვინოდ გააგდეს სუს-ის ყოფილი უფროსი, ოხანაშვილი - გადაყვა ბაჩიაშვილის საქმეს

ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებაში" არის ძალიან სერიოზული რღვევა, ნგრევა. მათ სამარცხვინოდ გააგდეს სუს-ის ყოფილი უფროსი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. საშუალებაც კი არ მისცეს, რომ ბრიფინგზე თავად გამომშვიდობებოდა ამ თანამდებობას, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ანრი ოხანაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვება.

როგორც ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ანრი ოხანაშვილს იმ რაოდენობის იაღლიშები დაუგროვდა, რომ 4 ოქტომბრამდე "ქართულ ოცნებას" სუს-ის უფროსის ცვლილება მოუწია".

"როდესაც ასეთი ძირეული ცვლილება ხდება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის ჩამონგრეული, ისინი ვერ უძლებენ იმ წნეხს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", ლევან ხაბეიშვილი უქმნის. ასე რომ, ის გადაყვა ბაჩიაშვილის საქმეს. დაუგროვდა ოხანაშვილს ცოდვები, იმ რაოდენობის იაღლიშები, რომ ძალიან საკვანძო მომენტამდე, 4 ოქტომბრამდე "ქართულ ოცნებას" სუს-ის უფროსის ცვლილება მოუწია. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ბოლო ორ ვეზირზე არის გაკეთებული გათვლა, ეს არის მდინარაძე-კობახიძის გუნდი, რომელიც, ჩემი აზრით, ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რომელიც ამ შემოდგომაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან იქნება", - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა