თინა ბოკუჩავა - მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს - დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ

მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს , - ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვება.

ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა.

„ისეთი უკანასკნელი ნაძირალას დანიშვნა სუს-ის უფროსად, როგორიც არის მამუკა მდინარაძე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და ყველაფერს ხელს მოაწერს, ნამდვილად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ის არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. მას პრობლემა აქვს ყველა უწყებაში, მართლმსაჯულებაში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში, რომელთანაც ყოველთვის შეზრდილი იყო. ასეთ თავზეხელაღებულ, სულმდაბალ ადამიანთან ჩვენ, დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსოლიდაცია აუცილებელია დღეს, როდესაც გამარჯვება უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მართლა არის ჩამოშლის პირას, ამაზე მიუთითებს ბოლო საკადრო გადაადგილებაც“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის