გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი, ლარს კლინგბეილი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლარს კლინგბეილმა უკრაინაში ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ შემცირდება.

„პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეიძლება გაქრეს. პირიქით: ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილესი პარტნიორი მსოფლიოში და უდიდესი ევროპაში. უკრაინას შეუძლია გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს“, - განაცხადა კლინგბეილმა.

მისი თქმით, უკრაინა ჩართული უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რომ ხანგრძლივი მშვიდობისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები.

„ამ მიზნით, საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას ვახდენთ“, - განაცხადა გერმანიის ვიცე კანცლერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები