ევროპელი ლიდერები მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩვენს მოლდოველ მეგობრებსა და ძვირფას მაია სანდუს დამოუკიდებლოს დღეს ვულოცავ. დღეს ჩვენ მოლდოვის დემოკრატიას, მისი ხალხის გაუტეხელ სულსა და მათ თავისუფლების სიყვარულს აღვნიშნავთ. საერთო ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.

„თქვენ მსოფლიოს აჩვენებთ, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა: თავისუფლება აირჩიოთ თქვენი გზა და მომავალი. დღეს ევროპის გული ევროკავშირისკენ გზაზე თქვენთან ერთად სცემს“, - წერს კაია კალასი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს მოლდოვა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს მოლდოვას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ეწვევიან.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად