აშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაიღუპა თავდამსხმელიც

აშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა იყო. CNN-ის ინფორმაციით, მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, 17 ადამიანი დაშავდა.

მინეაპოლისის პოლიციის ხელმძღვანელის, ბრაიან ო’ჰარას ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა - 8 წლის და 10 წლის, 17 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 14 ბავშვია, რომელთაგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ო’ჰარას თქმით, თავდამსხმელი სკოლაში მყოფ ხალხს ფანჯრებიდან ესროდა და ის “შეიარაღებული იყო შაშხანით, თოფითა და პისტოლეტით”. ოფიციალური ინფორმაციით, მსროლელი დაიღუპა.

მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა სწავლის პირველ კვირას მოხდა, როდესაც სტუდენტები და სხვები წირვას ესწრებოდნენ.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა