ანდრეი სიბიგა - რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმებზე მკაცრ საერთაშორისო რეაქციებს მოვითხოვთ

რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმებზე მკაცრ საერთაშორისო რეაქციებს მოვითხოვთ, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.

“რუსეთმა, სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი მოკლა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა. რაც არ უნდა ეთქვა პუტინს ალასკაზე, მისი რეალური ქმედებები დიპლომატიას, დიალოგსა და მშვიდობის მისაღწევად მიმართულ ძალისხმევას უარყოფს”, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, “რუსეთის მიერ დიპლომატების მიზანში ამოღება ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს”.

“უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა. ეს ევროკავშირისა და მთელი მსოფლიოს მიერ მკაცრად დაგმობას მოითხოვს. ჩვენს ევროპელ კოლეგებს სოლიდარობას ვუცხადებთ და დახმარებისთვის მზად ვართ”, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე