კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 45-ს აღწევს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

რუსეთის იერიშების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ჩინეთმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის გაფართოების წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა ეს რუსეთის გამო არ ხდება. ჩვენ რეაქციას უნგრეთისგან ველით. პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა