კაია კალასი - რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.

„როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიმავალ გზას ეძებს, რუსეთი ამას რაკეტებით პასუხობს. ღამით კიევზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარგანზრახულ არჩევანს წარმოადგენს, ესკალაციისა და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვის მიზნით“, - წერს კაია კალასი X-ზე.

კიევზე რუსული ძალების თავდასხმას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.

„შოკირებული ვარ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი სარაკეტო დარტყმების გამო. ჩემი ფიქრები უკრაინელ დაშავებულებთან და ასევე, უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებთანაა, რომელთა შენობაც რუსეთის წინასწარგანზრახული თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ევროკავშირს ვერ დააშინებენ“, - აცხადებს ანტონიო კოშტა.

შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ბოლო ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები