მედია - ევროპელი ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის 40-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას განიხილავენ

ევროპელი ლიდერები სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთსა და უკრაინას შორის 40-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას განიხილავენ, რაც, სავარაუდოდ, კონტინენტზე სამშვიდობო ძალების მოკრძალებული რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხუთი ევროპელი დიპლომატის თქმით, ეს წინადადება ერთ-ერთია იმ რამდენიმე წინადადებას შორის, რომელსაც სამხედრო და სამოქალაქო პირები განიხილავენ უკრაინაში ომის შემდგომი ან ცეცხლის შეწყვეტის სცენარისთვის. Politico წერს, რომ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა კიევი ამ გეგმას, რადგან მას, სავარაუდოდ, ტერიტორიული დათმობებიც მოჰყვება. როგორც ჩანს, აშშ ბუფერული ზონის შესახებ დისკუსიებში არ არის ჩართული.

„ის ფაქტი, რომ ოფიციალური პირები ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ბლოკირებას მყიფე მშვიდობის დასამყარებლად, მიუთითებს ნატო-ს მოკავშირეების სასოწარკვეთილ სურვილზე, რომ გამონახონ გზა ომის დასასრულებლად, რომელიც თითქმის ოთხი წლის წინ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამოხატა ბრძოლის შეწყვეტის სურვილი. მოსკოვმა ხუთშაბათს კიევის ცენტრში იშვიათი თავდასხმა განახორციელა“, - წერს Politico.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შეშფოთების საგანია საზღვრის პატრულირებისთვის საჭირო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობაც. ოფიციალური პირები 4000-დან დაახლოებით 60 000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის საკითხს განიხილავენ, თუმცა ქვეყნებს ჯერ არ აუღიათ რაიმე ვალდებულება, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი უარი განაცხადა აშშ-ის ჯარების პოტენციურ განთავსებაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის