აშშ-მა გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისა და სხვა ოფიციალური პირების ვიზები გააუქმა

აშშ-მა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის წევრებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრება აუკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სექტემბერში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისა და სხვა ოფიციალური პირების ვიზები გააუქმა.

„ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის ის, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა (PLO) და პალესტინის ადმინისტრაციას (PA) თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის შეფერხებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მაჰმუდ აბასის ოფისში განაცხადეს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით გაოცებულები არიან და ეს გაერო-ს „შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებას“ არღვევს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ