ალექსანდრე ლუკაშენკო - დასავლელმა პოლიტიკოსებმა სი ძინპინისგან უნდა ისწავლონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისგან ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს.

„მას აქვს ის, რაც დასავლეთის ბევრმა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს: პასუხისმგებლობა თავისი ხალხის წინაშე, სტრატეგიული აზროვნება და რკინის ნებისყოფა“, - განაცხადა ლუკაშენკომ ჩინურ მედიასთან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, სი ძინპინი სტრატეგიულად აზროვნებს და ათწლეულებით წინ იყურება.

„დღევანდელ სრულიად არაპროგნოზირებად სიტუაციაში, ის თამამად იღებს ლიდერობას და არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ მთელ მსოფლიოს განვითარების მკაფიო და კონკრეტულ გზას სთავაზობს“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „იმათგან განსხვავებით, ვინც დემოკრატიის დამყარებას ბომბებითა და სანქციებით ცდილობს, ჩინეთი აჩვენებს, რომ შესაძლებელია მშვიდობიანად და წყნარად განვითარება, სხვა სახელმწიფოების პატივისცემით“.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად მისი ამჟამინდელი ვიზიტი ჩინეთში კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის და ახალ იმპულსს მისცემს ბელარუს-ჩინეთის ურთიერთობებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში