ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთადერთი, ვისაც ომი სურს, რუსეთია - ველით, რომ არავინ აიტანს ომის გაჭიანურებას, ველით მტკიცე პოზიციას აშშ-სგან, ევროპისგან, „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი კვირის წინ რუსეთს ორი კვირა მისცა რეალური მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოსახატავად.

„ორი კვირის წინ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის რუსები მზად უნდა იყვნენ რეალური მოლაპარაკებებისთვის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის. უკრაინა, უდავოდ, ამისთვის მზადაა. მაგრამ ერთადერთი, რასაც რუსეთი აკეთებს, არის ომის გაგრძელება. მათგან ყველა სიგნალი ამაზე მიანიშნებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ოთხი დღით ჩინეთში იმყოფება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, „ისევ თავს დაიძვრენს - ეს მისი ნომერ პირველი სპორტია“.

„მსოფლიოში ყველა ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი იყო, ყველა ამტკიცებდა, რომ ომი უნდა დასრულებულიყო. ეს იყო ყველას პოზიცია - ჩინეთის, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე სხვა ლიდერებთან, რომლებიც ახლა სამიტზე არიან - თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მსოფლიოს თითქმის ყველა დანარჩენი ქვეყანაც მხარს უჭერს ომის დასრულებას. ერთადერთი, ვისაც ომი სურს, რუსეთია. ველით, რომ არავინ აიტანს ომის გაჭიანურებას, ველით მტკიცე პოზიციას აშშ-სგან, ევროპისგან, „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს