გიორგი ვაშაძე - გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე აქციაში - 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც - მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს და ლევან ხაბეიშვილს აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის

4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა - დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქცია არ არის მხოლოდ პროტესტი, არამედ ეს არის პასუხი კითხვაზე, ვის ეკუთვნის საქართველო - ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს.

„ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით:

4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა.

ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე ვის ეკუთვნის საქართველო - ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს?

შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე.

ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე - 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც.

დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.

მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს - „რუსთაველის გამზირს“ და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის.

4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!,“ - წერს ვაშაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს