დონალდ ტრამპი - ინდოეთმა ტარიფების სრულად შემცირება შემოგვთავაზა, მაგრამ უკვე გვიანია

ინდოეთმა ტარიფების სრულად შემცირება შემოგვთავაზა, მაგრამ უკვე გვიანია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ინდოეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ცალმხრივია, რადგან ინდოეთი აშშ-ში დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდის, მაგრამ თავად ცოტას ყიდულობს.

„მიზეზი ის არის, რომ ინდოეთს ჩვენ წინააღმდეგ მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით და ჩვენი კომპანიები ინდოეთში გაყიდვას ვერ ახერხებენ. ეს ცალმხრივი კატასტროფაა! ასევე, ინდოეთი ნავთობისა და სამხედრო პროდუქციის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან ყიდულობს, აშშ-სგან კი ძალიან ცოტას. ახლა ტარიფების სრულად შემცირება შემოგვთავაზეს, მაგრამ უკვე გვიანია. ეს წლების წინ უნდა გაეკეთებინათ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსული ნავთობისა და შეიარაღების შესყიდვის გამო დონალდ ტრამპმა ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო რაოდენობა 50%-ს აღწევს და იგი ძალაში გასულ კვირას შევიდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი