უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს - ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ფონზე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ანდრეი სიბიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერს, სადაც ქართველ კოლეგას მადლობას უხდის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შეუძლიათ ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას შავი ზღვის რეგიონის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია წერილში.

ასევე, წერილში საუბარია საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზეც:

„სუამ-ის ჩარჩოს ჩვენი მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმად მივიჩნევ და მოუთმენლად ველი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ შეხვედრას, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გაიმართება.”- აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

წერილის დასასრულს, ანდრეი სიბიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას.

აღნიშნული წერილის შინაარსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა