რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა.აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პარტია "დროას" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან “დროას” წევრები: შუშანა მაცაბერიძე და თათა ფერაძე. პარტია ასევე ავრცელებს სხვა დაკავებულების სიას, თუმცა განმარტავს,რომ სია არ არის საბოლოოდ დადასტურებული: კერძოდ, "დროას" ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1. შუშანა მაცაბერიძე 2. თამარ ფერაძე 3. ბექა პაპაშვილი 4. თათია აფრიამაშვილი 5. ალბი კორძაია 6. თიკა პატარაია 7. დათა ქაშიაშვილი 8. დავით სეხნიაშვილი 9. ლუკა ჭოხონელიძე 10. ნენე გაბელაია 11. ლაშა დგებუაძე 12. ნიკა კორძაძე 13. ანა ჩრდილელი 14. მარიამ უძილაური 15. ნინო ნაჭყებია 16. მარიამ ცომაია 17. რუსუდან მაღრაძე 18. ანი ჭინჭარაული 19. დავით გუნაშვილი 20. ნუცა მაღრაძე 21. შალვა ბაღდოშვილი 22. თამარ გოგოლაძე

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი