ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-თან უნდა შევათანხმოთ - წინსვლა არის და იმედია, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-თან უნდა შევათანხმოთ, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა იმედი გამოთქვა, რომ მალე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოკავშირეები გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„აღნიშნულ საკითხებზე ჩვენს თავდაცვის ძალების მეთაურებთან ვმუშაობთ, რომლებიც მსგავსი ოპერაციის შესაძლო გეგმებს ადგენენ. წინსვლა არის და იმედია, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიმართ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა