აქციის მონაწილეების ნაწილი იუსტიციის სახლამდე მსვლელობას მართავს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი მარშით იუსტიციის სახლთან მიემართება.

მათივე განცხადებით, დღეს პოლიციამ უკანონოდ დააკავა 23 აქტივისტი, ამიტომ საჭიროა მათთვის დისკომფორტის შექმნა და მნიშვნელოვანი ობიექტების გადაკეტვა.

პოლიცია მარშის მონაწილეებს ტროტუარზე გადანაცვლებისკენ მოუწოდებს და არ აძლევს გზის გადაკეტვის საშუალებას.

ამ დროისთვის მოქალაქეებს გადაკეტილი აქვთ გმირთა მოედანი, რუსთაველის გამზირი, ასევე აპირებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროს გადაკეტვასაც.

აქცია თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა