ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის

ჩვენთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩინეთში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენთან შეხვედრით მოხარული ვარ, რათა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ. თქვენ გესმით, რომ ჩვენთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის. ამიტომ, დღეს ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსს „ძალიან მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები“ აკავშირებთ.

„თქვენ თქვით, რომ ბელარუსისთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის. მე მინდა ვთქვა, რომ რუსეთისთვის ბელარუსს ვერავინ შეცვლის“, - უპასუხა პუტინმა ლუკაშენკოს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა