სი ძინპინი - ჩინეთს ვერასდროს შეაშინებენ მოძალადეები

შეუჩერებელ ჩინეთს ვერასდროს შეაშინებენ მოძალადეები და ყოველთვის წინ წავა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში განაცხადა, სადაც სამხედრო აღლუმი გაიმართა.

მისი მტკიცებით, ჩინელმა ხალხმა უზარმაზარი ეროვნული მსხვერპლი გაიღო ადამიანური ცივილიზაციის გადასარჩენად.

„ისტორია გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობა ერთად აღზევდება და ერთად ეცემა“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მან ჩინელ ხალხს მოუწოდა, გაიხსენონ ისტორია და პატივი მიაგონ იაპონიის წინააღმდეგ ომში მებრძოლ ვეტერანებს.

„ამხანაგებო და მეგობრებო. ჩვენ შევიკრიბეთ ჩინეთის გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. გულწრფელ მადლობას ვუხდი მათ, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიის წინააღმდეგ ჩინეთის ომში“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, პეკინში, იაპონიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები. აღლუმში ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა. BBC-ის ცნობით, ჩინეთმა აღლუმზე ახალი იარაღიც წარადგინა, მათ შორის ლაზერული იარაღი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და გიგანტური წყალქვეშა დრონები. გამოცემა იუწყება, რომ აღლუმის დასასრულს ცაში 80 000-მდე მტრედი და ბუშტები გაუშვეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა